საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.09.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 30.09.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 03.10.25.

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში Erasmus+ სტაჟირებით მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში, 3 თვით, სტაჟირების მიზნით. ინტერნშიპი ითვალისწინებს “Preparation of PhD final thesis”, მინიმუმ 15 ECTS კრედიტით.

მიმართულება: საინჟინრო, ჰუმანიტარული. სამეცნიერო მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.