საერთაშორისო ღონისძიებები

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ტესტირება და გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისთვის, სადაც სააპლიკაციო საბუთების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 15 სექტემბერია, შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, 13:00 სთ., (სტუ-ს ტესტირების ცენტრში, I კორპუსი, VI სართული), ხოლო გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - 19 სექტემბერს, 11:00 სთ.