საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტვენტეს უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)

ტვენტეს უნივერსიტეტი (University of Twente - UT) (ტვენტე, ნიდერლანდები) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.09.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 30.09.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 03.10.25.

ტვენტეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია და კურსები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 6 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტვენტეს უნივერსიტეტში.

ნომინირებულ კანდიდატებს შეუძლიათ მობილობა განახორციელონ 2025 წლის 24-27 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებებში: თანამშრომელთა დღეები და გამოფენა 2025. ღონისძიებებში მონაწილოების მისაღებად სტუ-ს მხრიდან ნომინირებულმა კანდიდატებმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ 2025 წლის 17 ოქტომბრამდე.

მიმართულება: გამოყენებითი ფიზიკა, ფიზიკა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სოციალური მეცნიერებები.