საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მალტის უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

მალტის უნივერსიტეტი (University of Malta - UM) (მსიდა, მალტა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 06.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.11.25.

მალტის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მალტის უნივერსიტეტში.

მიმართულება: არქიტექტურის პოეტიკა.