Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გრანადის უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
გრანადის უნივერსიტეტი (University of Granada - UGR) (გრანადა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა: აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.09.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 17.09.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 19.09.25.
გრანადის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გრანადის უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, პრიორიტეტი მიენიჭება ნომინირებულ თანამშრომელს, რომლის საქმიანობაც უკავშირდება ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების მენეჯმენტს. შერჩეულმა თანამშრომელმა მობილობა უნდა განახორციელოს 2026 წლის 20-24 აპრილს, გრანადის უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ პერსონალის ტრეინინგის კვირეულში.
ამას გარდა, ზემოაღნიშნული ღონისძიების მიღმა აკადემიური/ადმინისტრაციული მობილობის განსახორციელებლად აუცილებელია, წარმოდგენილი იქნას წინასწარი მიღების წერილი (Pre-Acceptance Letter) გრანადის უნივერსიტეტში მასპინძელი კოლეგისგან, თავისი აკადემიური საქმიანობის შესაბამისი დეპარტამენტიდან. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და შესაბამისი პროცედურები მოცემულია ვებგვერდზე.
მიზნობრივი ჯგუფი პერსონალის ტრეინინგის კვირეულისთვის: ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის თანამშრომელი, რომლის საქმიანობა უკავშირდება ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების მენეჯმენტს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.