Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტი (Istanbul Bilgi University) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში უნდა წარმოადგინონ კონკურსის წესის მიხედვით განსაზღვრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია, მათ შორის, უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა. საბუთების მიღების ბოლო ვადა: 09.07.2025,18:00 საათი.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 11 ივლისს.
სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 3 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში, სწავლებისა ან ტრეინინგის მიზნით. შერჩეულმა კანდიდატმა მობილობა უნდა განახორციელოს მიმდინარე წლის 31 ივლისამდე.
აკადემიური მიმართულება: მექანიკა-მანქანათმშენებლობა, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესადმინისტრირება და დიზაინი.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.