GPSEducation პროექტი - მოკლევადიანი გაცვლითი პროექტი სტუდენტებისთვის ქ. ფოჯაში
ფოჯის უნივერსიტეტი (University of Foggia) (ფოჯა, იტალია) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, GPSEducation პროექტის ფარგლებში მოკლევადიან გაცვლით პროექტში მონაწილეობას სთავაზობს.
GPSEducation პროექტი შეიქმნა იტალიურ და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მდგრადი განვითარების თემაზე ტრენინგებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით.
ფოჯის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამგზავრო ბილეთებისა და საცხოვრებლის დაფინანსებას. შესაძლებელია, სტუდენტებმა მიიღონ მცირედი დღიური ანაზღაურებაც. მობილობის პერიოდი 2 თვეა და უნდა განხორციელდეს 2026 წლის თებერვლამდე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში უნდა წარმოადგინონ კონკურსის წესის მიხედვით განსაზღვრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია, მათ შორის, უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge. დედლაინი - 2025 წლის 9 ივლისი, 18:00 საათი.
ამასთანავე, სტუ-ს მიერ ნომინირებულ კანდიდატებს მოეთხოვებათ მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სააპლიკაციო ფორმის შევსება და დამოწმება.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 11 ივლისს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.