საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში - ვორქშოპები "Erasmus+ შესაძლებლობები სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის"

Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში იწვევს Erasmus + პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ვორქშოპებზე, რომლებიც ეძღვნება უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებულ
შესაძლებლობებს.

თარიღი: 10 ივლისი, 2025
დრო: 11:00 – 15:00 (საქართველოს დროით)
ენა: ინგლისური
სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები და ახალგაზრდები

ვორქშოპების მიზანია Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების გაზიარება სტუდენტებისთვისა და ახალგაზრდებისთვის. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია არსებული პროგრამების შესახებ, მოისმინონ Erasmus+ მონაწილეთა გამოცდილებები, მიიღონ რჩევები და ჩაერთონ კითხვა-პასუხის სესიაში ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სპიკერებთან ერთად.

ვორქშოპები:
1. Erasmus+ ახალგაზრდული მობილობის შესაძლებლობები
2. საერთაშორისო კრედიტების მობილობის შესაძლებლობები
3. Erasmus Mundus Joint Master-ის პროგრამა
4. როგორ დავწეროთ კონკურენტუნარიანი Erasmus Mundus Joint Masters-ის განაცხადი

იხილეთ:
ვორქშოპებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა მიმდინარე წლის 9 ივლისის ჩათვლით, 15:00 (საქართველოს დროით) საათამდე.