UNESCO - იაპონიის ჯილდო განათლების მდგრადი განვითარებისთვის
ცხადდება UNESCO - იაპონიის ჯილდო განათლების მდგრადი განვითარებისთვის (UNESCO-Japan Prize on Education for Sustainable Development - ESD).
UNESCO-Japan Prize on Education for Sustainable Development (ESD) არის საერთაშორისო პრემია, რომელიც ყოველწლიურად ენიჭება საუკეთესო კანდიდატებს იმ ინიციატივებისა და პროექტებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს განათლების მდგრადი განვითარების (ESD) დანერგვას. აღნიშნული პრიზი დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას განათლების გზით.
ჯილდო ენიჭება კერძო პირებსა და ორგანიზაციებს “განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ (ESD) კუთხით განხორცილებული განსაკუთრებული პროექტებისთვის.
ნომინაციის პროცესი წარიმართება ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, სადაც იუნესკოში საქართველოს დელეგაცია წარადგენს კანდიდატის მიერ შევსებულ სააპლიკაციო ფორმას.
ფულადი პრიზი ყოველ წელს გადაეცემა სამ გამარჯვებულს, თითოეულს 50,000 აშშ დოლარის ოდენობით.
დაინტერესებული პირებმა, მიმდინარე წლის 7 მაისამდე უნდა წარადგინონ შევსებული საპლიკაციო ფორმა იუნესკოში საქართველოს დელეგაციის ინფორმირების მიზნით.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.