2025 წლის 31 მაისს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოში ორგანიზებას უკეთებს სამეცნიერო სლემს "Falling Walls Lab 2025", რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.
Falling Walls Lab 2025 წარმოადგენს პლატფორმას ცოდნის გაცვლისა და ნეტვორკინგისათვის მკვლევრებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პოლიტიკის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ხელოვნების სფეროდან.
ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა და მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 3-წუთიანი პრეზენტაცია ინოვაციურ იდეებსა და კვლევით პროექტებთან დაკავშირებით, ლოკალური და გლობალური გამოწვევების შესახებ. ეს პლატფორმა აძლევს სტუდენტებს, მკვლევრებს, სტარტაპერებსა და ახალგაზრდა შემოქმედებს შანსს, წარადგინონ თავიანთი იდეა, კვლევა ან პროექტი 3 წუთში — ფორმატით, რომელსაც „3-წუთიანი პრეზენტაცია“ ეწოდება.
ღონისძიებამდე ყველა მონაწილეს საშუალება ეძლევა, დაესწროს ვორკშოპს პრეზენტაციის უნარების გასაუმჯობესებლად.
თითოეული რეგიონული „Falling Walls Lab“-დან ჟიური ირჩევს გამარჯვებულს, რომელიც 2025 წლის 7 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს ბერლინში დაგეგმილ „Falling Walls Labs“-ის დახურვის ღონისძიებაში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.