საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტუშის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო ტრეინინგ-კვირეული თანამშრომლეებისთვის)

ტუშის უნივერსიტეტი (University of Tuscia - UNITUS) (ვიტერბო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 5-9 მაისს ორგანიზებას უკეთებს V საერთაშორისო ტრეინინგ-კვირეულს თანამშრომლებისთვის - Erasmus+ International Staff Training Week. 

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა უკავშირდება უნივერსიტეტში მიმდინარე ინტერნაციონალიზაციის პროცესებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, უნივერსიტეტში სტუდენტებისა და თანამშრომელთა Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტივობებს. კვირეულის პროგრამა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი კონტაქტების დამყარებას (ნეტვორქინგი) ღონისძიებაში მონაწილე ინსტიტუციებს შორის, ასევე, გათვალისწინებულია სოციალურ-კულტურული აქტივობები.

ტუშის უნივერსიტეტში Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის შერჩევის პროცესს სრულად ახორციელებს კოორდინატორი უნივერსიტეტი. პროექტის კოორდინატორის მიერ განსაზღვრულია სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა ტუშის უნივერსიტეტში.

მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.