საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო ტრეინინგ-კვირეული თანამშრომლეებისთვის)

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 5-9 მაისს ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო ტრეინინგ-კვირეულს თანამშრომლებისთვის - Erasmus+ Staff Training Week’25.
  
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება უნივერსიტეტში მიმდინარე ინტერნაციონალიზაციის პროცესებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას. ტრეინინგის კვირეულის პროგრამა ითვალისწინებს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას კოლეგებთან, ახალი კონტაქტების დამყარებას (ნეტვორქინგი) ღონისძიებაში მონაწილე ინსტიტუციებს შორის, ასევე, ინტენსიურ სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებს.

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად, პროექტის კოორდინატორის მიერ განსაზღვრულია სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა.

მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.