საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კასტამონუს უნივერსიტეტში - 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (II საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)

კასტამონუს უნივერსიტეტი (Kastamonu University - KU) (კასტამონუ, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.04.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 23 და 24 აპრილს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 28 აპრილამდე.
კასტამონუს უნივერსიტეტის სააპლიკაციო სისტემაში ონლაინრეგისტრაციისა და სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 27.04.25-19.05.25.

დეტალური ინფორმაცია კასტამონუს უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, მიმღებ უნივერსიტეტში დამატებით წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ ვებგვერდზე.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კასტამონუს უნივერსიტეტში. კონკურსში გამარჯვებულმა აპლიკანტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს კასტამონუს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ II საერთაშორისო კვირეულში თანამშრომლებისთვის, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 6-10 ოქტომბერს.

მიმართულება: რადიო, ტელევიზია, კინო; საზოგადოებასთან ურთიერთობები; საერთაშორისო ურთიერთობები; კომპიუტერული ინჟინერია; ბიოსამედიცინო ინჟინერია; ელექტროინჟინერია; სამშენებლო; ჟურნალისტიკა; მანქანათმშენებლობა; ბიზნესის ადმინისტრირება; კვების ტექნოლოგია.