საერთაშორისო ღონისძიებები

ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - XI საერთაშორისო კონფერენცია ELEC 2025 “მომჭირნეობა მოქმედებაში: დიგიტალიზაცია, მდგრადობა და და ოპერაციული უპირატესობა”

2025 წლის 22-24 ოქტომბერს ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszow University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) ორგანიზებას უკეთებს XI საერთაშორისო კონფერენციას ELEC 2025 (ევროპის მომჭირნე განათლების კონფერენცია), სახელწოდებით “მომჭირნეობა მოქმედებაში: დიგიტალიზაცია, მდგრადობა და ოპერაციული უპირატესობა”.

კონფერენციის მიზანია ე.წ. მომჭირნეობის ფილოსოფიის პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ორგანიზაციის განვითარებისათვის. ის ფოკუსირებულია ისეთ 3 ძირითად მიმართულებაზე, როგორიცაა დიგიტალიზაცია, მდგრადობა და ოპერაციული უპირატესობა.

ღონისძიება მიზნად ისახავს აკადემიურ წრეებსა და ინდუსტრიას შორის კოლაბორაციის გაუმჯობესებას და ამასთან დაკავშირებით, განხილული იქნება მომჭირნეობის პრონციპებზე დამყარებული თანამედროვე გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხები.

მოხსენების წარდგენის ბოლო ვადაა 30.04.2025.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ აქ.

კონტაქტისთვის:
ელ.ფოსტა: elec2025@prz.edu.pl