საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მარია სკლადოვსკაია-კიურის უნივერსიტეტში - 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

მარია სკლადოვსკაია-კიურის უნივერსიტეტი (Maria Curie-Sklodowska University in Lublin - UMCS) (ლუბლინი, პოლონეთი)  ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.04.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 23 და 24 აპრილს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 28 აპრილამდე.

მარია სკლადოვსკაია-კიურის  უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მარია სკლადოვსკაია-კიურის უნივერსიტეტში. 

მიმართულება: ეკონომიკა.