საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კორდობის უნივერსიტეტში - 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

კორდობის უნივერსიტეტი (University of Cordoba - UCO(კორდობა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.04.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 23 და 24 აპრილს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 28 აპრილამდე.

კორდობის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის ხუთთვიანი მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კორდობის უნივერსიტეტში.

მიმართულება: ენები, ბიზნესადმინისტრირება, სამართალი, ქიმია, ფიზიკა, ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მომიჯნავე ინტერდისციპლინარული პროგრამები, გარემოს დაცვა და მომიჯნავე ინტერდისციპ[ლინარული პროგრამები, კვების ტექნოლოგია, ტურიზმი.