საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში - 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება მესამედ)

ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტი (University of Agronomic Sciences and Veterinary Medicine of Bucharest – USAMV) (ბუქარესტი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, განმეორებით აცხადებს კონკურსს (კონკურსი ცხადდება მესამედ) 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.04.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 23 და 24 აპრილს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 28 აპრილამდე.

დეტალური ინფორმაცია ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში მაგისტრატურის და/ან დოქტორანტურის საფეხურის 4 სტუდენტის (მათ შორის, 2 სსმ პირის) მობილობა სწავლისა და/ან სტაჟირების მიზნით, 2-5-თვიანი პერიოდით.

მიმართულება: აგრარული მეცნიერებები, ვეტერინარია.