საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა უშაკის უნივერსიტეტში - 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

უშაკის უნივერსიტეტი (Uşak University- UU) (უშაკი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 07.04.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 15 აპრილამდე.

უშაკის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული ინფორმაცია, მათ შორის, საორიენტაციო გზამკვლევი სტუდენტებისთვის, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა უშაკის უნივერსიტეტში.

მიმართულება: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები და საბანკო საქმე, ინჟინერია.