Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი (Afyon Kocatepe University – AKU) (აფიონ-ყარაჰისარი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.03.2025. ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 20 მარტს. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 25 მარტამდე.
აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში 2 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. შერჩეულმა თანამშრომელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ 2025 წლის 12 - 16 მაისს ორგანიზებულ XI თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში "Erasmus მდგრადობის გაძლიერება". კვირეულის ფარგლებში ნეთვორქინგის (ახალი კონტაქტების დამყარება) სფერო მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სტუდენტების გაცვლა, პერსონალის გაცვლა, საერთაშორისო მობილობა კრედიტების დაგროვებით, ახალი პარტნიორობა...
სააპლიკაციო განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 31.03.25.
აკადემიური მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ეკონომიკა, კვების ტექნოლოგია, მასალათმცოდნეობა, გეოლოგია, საჯარო მმართველობა, მათემატიკა, სამშენებლო, მანქანათმშენებლობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ინჟინერია.
ადმინისტრაციული: ადმინისტრაციული ერთეულები; საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.