საერთაშორისო ღონისძიებები

VII კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეშვიდე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქართულ და უცხოურენოვანი სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 10 მარტს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - 14:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219.