VI კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეექვსე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის ჩატარდება სამშაბათს, 4 მარტს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - 14:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.
დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.