Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გრანადის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
გრანადის უნივერსიტეტი (University of Granada - UGR) (გრანადა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025. ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.
გრანადის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გრანადის უნივერსიტეტში. აკადემიური თანამშრომლის მობილობის განსახორციელებლად აუცილებელია, წარმოდგენილი იქნას წინასწარი მიღების წერილი (Pre-Acceptance Letter) გრანადის უნივერსიტეტში მასპინძელი კოლეგისგან, თავისი აკადემიური საქმიანობის შესაბამისი დეპარტამენტიდან. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და შესაბამისი პროცედურები მოცემულია ვებგვერდზე.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.