Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II და 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრები (თანამშრომლებისთვის)
რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი (Romanian-American University - RAU) (ბუქარესტი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025. ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, აკადემიური მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მიმდინარე აკადემიური წლის 30 ივნის-5 ივლისს დაგეგმილ თანამშრომელთა კვირეულის ფარგლებში ან მომავალი აკადემიური წლის ოქტომბრის ბოლო-ნოემბრის განმავლობაში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.