საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტი (Nicolaus Copernicus University in Toruń - NCU) (ტორუნი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.

ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობისა და სივრცული მენეჯმენტის ფაკულტეტზე.

მიმართულება: ნიადაგმცოდნეობა.