საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)

ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი (University College of Enterprise and Administration in Lublin - WSPA) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.

ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში 2 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. პროექტის კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია, მობილობის განხორციელება კარიერის დღესთან დაკავშირებულ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში გაზაფხულზე იგეგმება.

აკადემიური მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მენეჯმენტი.