Erasmus+ გაცვლითი პროგრამა დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (HTW Dresden) (დრეზდენი, გერმანია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.02.2025. ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 18 თებერვლამდე. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 21 თებერვლამდე.
დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორის რეკომენდაციით, შერჩეულ თანამშრომელს შეუძლია მონაწილობის მიღება დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში 2025 წლის 2-5 ივნისს დაგეგმილ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში. კვირეულში მონაწილეობის მისაღებად, სტუ-ს მხრიდან ნომინირებულმა აპლიკანტებმა შესაბამისი ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ 2025 წლის 28 თებერვლამდე.
მიმართულება: ინფორმატიკა.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.