საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საზაფხულო ვორქშოპი თანამშრომლებისთვის)

მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში (Mendel University in Brno - MENDELU) (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დამატებით აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6.03.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 11 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 14 მარტამდე.

ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, პრიორიტეტი მიენიჭება აკადემიურ თანამშრომელს, რომელიც პროექტის კოორდინატორს დაუსაბუთებს თავის მზაობას, აქტიურად და ხანგრძლივად ითანამშრომლოს ჩეხ კოლეგებთან კვლევების მიმართულებით, V4 ერთობლივი საპროექტო განაცხადისა და ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადების კუთხით. პროექტის კოორდინატორის მოთხოვნით, შერჩეულმა კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს 2025 წლის 7-11 ივლისს დაგეგმილ საზაფხულო ვორქშოპში/პრაქტიკულ სემინარში, რომელიც იმართება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პროექტის ფარგლებში.

მიმართულება: სოციალური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, აგრარული მეცნიერებები, მეტყევეობა.

მიზნობრივი ჯგუფი: აკადემიური თანამშრომელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, რომელიც ჩართულია კოორდინატორ უნივერსიტეტთან ერთად ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის V4 საპროექტო განაცხადის მომზადებაში.