საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)

პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი (Paris-Saclay University) (ჟიფ-სიურ-ივეტი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.02.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 25 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 27 თებერვლამდე.

პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 4 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში. პრიორიტეტი მიენიჭება აკადემიურ მობილობას. ადმინისტრაციული მობილობა განხორციელდება 2025-2026 სასწავლო წელს.

აკადემიური მიმართულება: ფიზიკა; სამედიცინო ფიზიკა.
მიზნობრივი ჯგუფი ადმინისტრაციული თანამშრომლის შემთხვევაში: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.