გაცვლითი პროგრამა ჰრადეც კრალოვის უნივერსიტეტში - 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ჰრადეც კრალოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (University of Hradec Králové - UHK) (ჰრადეც კრალოვე, ჩეხეთის რესპუბლიკა) სტუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს უფასო კურსებზე მობილობას, 2025/2026 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
მობილობა არ ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას, თუმცა სასწავლო პროგრამა უფასოა და კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-სთვის გათვალისწინებულია კვოტა 2 სტუდენტის ოდენობით.
სემესტრი დაიწყება 2025 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში და დასრულდება 2026 წლის იანვრის ბოლოს.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა:
• არქეოლოგია
• საარქივო მეცნიერება
• ისტორია
• პოლიტიკური მეცნიერებები
• სოციოლოგია
• სოციალური მუშაობა
სტუდენტს შეუძლია, დაბინავდეს საერთო საცხოვრებელში (დაახლ.160 დოლარი თვეში). ჰრადეც კრალოვეში ყოველთვიური ხარჯი, საცხოვრებლის ჩათვლით, შეადგენს დაახლ. 350-550 დოლარს თვეში. დამატებითი ინფორმაცია და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის ჰრადეც კრალოვის ფილოსოფიის ფაკულტეტზე მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში კონკურსის პირობებით გათვალისწინებული სააპლიკაციო განაცხადები უნდა წარადგინონ შემდეგ ვადებში, ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge:
02.02.2025 - აპლიკანტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ტესტირების გავლას უცხოურ ენაში,
05.02.2025 - აპლიკანტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ინგლისური ენის სერტიფიკატი (კონკურსის პირობებით გათვალისწინებული)
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 5 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 11 თებერვლამდე.
საკონტაქტო პირი:
ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)
კოორდინატორი უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისი
ელ.ფოსტა: tomas.hercik@uhk.cz
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.