საერთაშორისო ღონისძიებები

კორუნიის უნივერსიტეტი - საერთაშორისო საზაფხულო სკოლის კურსები პროფესორ-მასწავლებლებისთვის 2025

2025 წლის 13-26 ივლისს კორუნიის უნივერსიტეტი (Universidade da Coruña) (ლა-კორუნია, ესპანეთი) ქართველ პროფესორ-მასწავლებლებს იწვევს საზაფხულო სკოლის კურსებზე.

სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 დეკემბერი. პროექტი ფარავს სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯს. 

აპლიკანტს მოეთხოვება დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხი, ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე (მინიმუმ). იგი რეგულარულად დასაქმებული უნდა იყოს თავის უნივერსიტეტში. საჭიროა ინტერინსტიტუციური ხელშეკრულების გაფორმება.

კანდიდატების შერჩევას თავიდან ბოლომდე ახორციელებს კორუნიის უნივერსიტეტი. 
 
ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა 20 დეკემბრამდე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმაონლაინაპლიკაცია და გაგზავნონ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. შესაძლებელია ერთობლივი განაცხადის გაკეთება (ორი მონაწილისთვის). წინასწარი შერჩევის შემდეგ დაუშვებელია მობილობის გაუქმება. ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა მოძებნოს შემცვლელი პედაგოგი და შეავსოს სპეციალური ფორმა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.