Erasmus+ შერეული ინტენსიური პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს შერეულ ინტენსიურ პროგრამაზე (Blended Intensive Programme - BIP) 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
პროგრამა ითვალისწინებს სავალდებულო ვირტუალურ კომპონენტს (28/04/2025) და ფიზიკურ მობილობას (06/05/2025 – 10/05/2025).
აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფ. ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის სტუდენტი და ფლობდეს ლიეტუვურ ენას.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია სტუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატს.
მიმართულება: ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები და შესაბამისი ინტერდისციპლინარული პროგრამები.
პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯების დაფარვას და სტიპენდიას დღიურად (გათვალისწინებულია 5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობისთვის).
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს და ნიშნების ფურცელს 3 ECTS კრედიტით.
დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულად უნდა წარადგინონ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ინგლისურ ენაზე) ცენტრში (ელ.ფოსტა: kalba.kultura@gtu.ge) და, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (ელ.ფოსტა: erasmusplus@gtu.ge), მიმდინარე წლის 11 დეკემბრის ჩათვლით.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 13 დეკემბერს, 11:00 სთ.
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, სწავლების წლის/საფეხურისა და სწავლების ენის მითითებით;
ლიეტუვური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა
ნიშნების ფურცელი, GPA მითითებით
სარეკომენდაციო წერილი, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით
არსებობის შემთხვევაში, ცნობა იმის შესახებ, რომ აპლიკანტი არის: სოციალურად დაუცველი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი (ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ მონაწილე) ან იძულებით გადაადგილებული პირი (ინგლისურ ენაზე);
წინა საფეხურზე მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი და დანართი (არსებობის შემთხვევაში) ან აკადემიური ცნობა
კონტაქტისთვის:
მარიამ სულაბერიძე, სტუ-ს პროფ. ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი
ელ.ფოსტა: kalba.kultura@gtu.ge
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.