მონაწილეობის უფლება არ აქვს აპლიკანტს, რომელსაც მანამდე მონაწილეობა მიუღია ვალიადოლიდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში.
ვალიადოლიდის უნივერსიტეტში Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისების წარმომადგენელი აპლიკანტებისთვის აუცილებელია კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი საბუთების სათანადო ფორმით წარდგენა, ხოლო კანდიდატურის სააპლიკაციო განაცხადის შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება უნივერსიტეტში მიმდინარე ინტერნაციონალიზაციის პროცესებში აპლიკანტის ჩართულობისა და შესაბამისი ატივობების გამოცდილებას.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 10 დეკემბერი, ხოლო გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 12 დეკემბრამდე. საბოლოოდ შერჩევას განახორციელებს პროექტის კოორდინატორი ვალიადოლიდის უნივერსიტეტი.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.