საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ტიმიშოარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Università Politecnica di Timișoara - UPT) (ტიმიშოარა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.12.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 დეკემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 12 დეკემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

მიმართულება: ქიმია, გეოდეზია, მექანიკა, მასალათმცოდნეობა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მშენებლობა, ბიზნესის ადმინისტრირება.