Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი (Paris-Saclay University) (ჟიფ-სიურ-ივეტი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.12.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 06 დეკემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 10 დეკემბრამდე.
პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური და 4 ადმინისტრაციული თანამშრომლის (მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი) მობილობა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს თანამშრომელთა საერთაშორისო ტრეინინგ კვირეულში, რომელსაც პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი გეგმავს 2025 წლის მაისში.
აკადემიური მიმართულება: ფიზიკა; სამედიცინო ფიზიკა.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.