Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრაგუევაცის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
კრაგუევაცის უნივერსიტეტი (University of Kragujevac) (კრაგუევაცი, სერბეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.12.2024.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 10 დეკემბრამდე.
კრაგუევაცის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია კრაგუევაცის უნივერსიტეტში საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. კოორდინატორის მითითებით, ადმინისტრაციული პერსონალისთვის განსაზღვრულია საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობა, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას. ასევე, შერჩეულმა თანამშრომელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს თანამშრომელთა საერთაშორისო ტრეინინგ კვირეულში, რომელსაც კოორდინატორი უნივერსიტეტი გეგმავს 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.