საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)

ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Ostrava - VSB-TUO) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით (მესამედ) აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.12.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 06 დეკემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 10 დეკემბრამდე.

ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით დარჩენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 8 სტუდენტის მობილობა ტრეინინგის მიზნით, კრედიტების გარეშე, 1-3 თვის ხანგრძლივობით. 

მიმართულება: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება და მომიჯნავე დისციპლინები.