Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.11.2024. ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 26 ნოემბრამდე. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 28 ნოემბრამდე.
ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში 2 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. პროექტის კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია, მობილობის განხორციელება თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში გაზაფხულზე იგეგმება.
აკადემიური მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მენეჯმენტი.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.