ბურდურის მეჰმეთ აკიფ ერსოის უნივერსიტეტი (
Burdur Mehmet Akif Ersoy University – MAKÜ) (ბურდური, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით (მეორედ) აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 8 ნოემბერს, 11:00 საათზე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 ნოემბრამდე.
დამატებითი ინფორმაცია ბურდურის მეჰმეთ აკიფ ერსოის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუცური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბურდრის მეჰმეთ აკიფ ერსოის უნივერსიტეტში.
მიმართულება: დიზაინი, ბიზნესადმინისტრირება, ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები.