Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)
აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტი (Afyon Kocatepe University – AKU) (აფიონი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით (მეორედ) აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 8 ნოემბერს, 11:00 საათზე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 ნოემბრამდე.
ნომინირებულმა სტუდენტებმა აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ კოორდინატორი უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, საინფორმაციო ცნობარი იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში.
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო მმართველობა, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, მანქანათმშენებლობა, კვების ტექნოლოგია, მშენებლობა, მათემატიკა, გეოლოგია, მასალათმცოდნეობა, კომპიუტერული მეცნიერებები.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.