ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 8 ნოემბერს, 11:00 საათზე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 ნოემბრამდე.
სასწავლო კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია საერთაშორისო სტუდენტებისთვის იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
მიმართულება: ქიმია; ქიმიური ტექნოლოგიები; ფიზიკა; ნანოტექნოლოგიები.