არაბთა გაერთიანებული საამიროები უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს სთავაზობს ერთწლიან პროგრამას “მომავალი მდგრადობის ლიდერები 2025” (Future Sustainability Leaders – FSL).
აღნიშნული პროგრამა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს აკავშირებს გლობალური ბიზნესების ლიდერებთან, პოლიტიკოსებსა და ტექნოლოგიების პიონერებთან, რათა დაეხმაროს მათ, ისწავლონ მდგრადობის უახლესი საუკეთესო პრაქტიკა. პროგრამა გადასცემს ძირითად ცოდნას, ნამდვილ სამუშაო გამოცდილებას და ნეთვორქინგის უნარებს 12 თვის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების საშუალებით. ყოველი ციკლი იწყება იანვარში გამართულ, რეგიონის მდგრადობის ყველაზე დიდ, აბუ დაბის მდგრადობის კვირეულზე (ADSW) აბუ დაბიში.
ამ უნიკალური პროგრამის საშუალებით სტუდენტები ეცნობიან მდგრადობის დღის წესრიგის სამომავლო ხედვას და უკეთ ესმით, თუ როგორ შეუძლიათ თავიანთი წვლილის შეტანა გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.
პროგრამის სამიზნე ჯგუფი წარმოადგენს 19-დან 35 წლამდე სტუდენტებს ან პროფესიის მქონე ახალგაზრდებს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.