საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ - ესპანეთის, პორტუგალიისა და პოლონეთის უნივერსიტეტების თანამშრომელთა აკადემიური მობილობა სტუ-ში

2024 წლის 7 - 11 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური მობილობით სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები: ასოც. პროფ. მარიო მონაკო (Mario Monaco) კორდობის უნივერსიტეტიდან (University of Cordoba) (კორდობა, ესპანეთი); ასისტ. პროფ. ანდრეია სოფია ოლივეირა გარსია (Andreia Sofia Oliveira Garcia) ბეირა ინტერიორის უნივერსიტეტიდან (University of Beira Interior) (კოვილია, პორტუგალია); ასისტ. პროფ. გჟეგოჟ იანკოვსკი (Grzegorz Janowski) ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Rzeszów University of Technology) (ჟეშუვი, პოლონეთი); პროფესორები ჰალინა კვაშნიჩკა (Halina Kwaśnicka) და ურსულა მარკოვსკა-კაჩმარი (Urszula Markowska-Kaczmar) ვროცლავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Wroclaw University of Technology) (ვროცლავი, პოლონეთი).


აკადემიური მობილობის ფარგლებში უცხოელმა კოლეგებმა სტუ-ს ფაკულტეტებზე წარმოადგინეს ლექცია-პრეზენტაციები ფაკულტეტების სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის, გამართეს სამუშაო შეხვედრები დეკანებთან და აკადემიურ პერსონალთან, დაათვალიერეს ფაკულტეტებზე არსებული თანამედროვე ლაბორატორიები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მასპინძლობდა ასოც. პროფ. მარიო მონაკოს, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - ასისტ. პროფ. გჟეგოჟ იანკოვსკის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი - ასისტ. პროფ. ანდრეია სოფია ოლივეირა გარსიას, ხოლო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - პროფ. ჰალინა კვაშნიჩკასა და პროფ. ურსულა მარკოვსკა-კაჩმარს.

უცხოელი კოლეგები უფრო ახლოს გაეცნვნენ შესაბამის ფაკულტეტებზე მიმდინარე სასწავლო - სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებს, რაც ხელს უწყობს საგანმანათლებლო და კვლევითი თანამაშრომლობის გაღრმავებას და შესაბამისად, ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას ტექნიკურ უნივერსიტეტში.



საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუ-ს საუნივერსიტეტო ბიბილიოთეკაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა Erasmus+ აკადემიური მობილობით ჩამოსულ სტუმრებთან. სტუ-ს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თეა მურვანიძე, დეპარტამენტის თანამშრომლები ნინო ჟიჟილაშვილი და მარიკა ზვიადაძე, ფაკულტეტების წარმომადგენლები მირანდა გურგენიძე, თამაზ ურთმელიძე (სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი); ნათია ქოჩლაძე, მერაბ გუჯაბიძე (არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი); მარიამ ჩხაიძე, ნინო თოფურია (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი); თამარ ლოლაძე (ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი) და სხვები.

ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე უცხოელმა კოლეგებმა წარმოადგინეს თავიანთი უნივერსიტეტები, ისაუბრეს თავიანთ კვლევით საქმიანობაზე და მიღწევებზე, ასევე, უპასუხეს ქართველი კოლეგების მხრიდან დასმულ შეკითხვებს და ერთმანეთს გაუზიარეს დარგში არსებული გამოცდილება.

ინტენსიური მობილობის პროგრამა ითვალისწინებდა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც. სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთიბათა დეპარტამენტის ხელშეწყობით უცხოელ სტუმრებს საშუალება მიეცათ უფრო ახლოს გაცნობოდნენ თბილისსა და მცხეთას, ქართულ კულტურას, დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული სამზარეულო.