ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (
Ulm University of Applied Sciences - Hochschule Ulm) (ულმი, გერმანია) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (მარტი/აპრილი - ივნისი/ივლისი).
შერჩევის პროცედურა
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.10.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 22 ოქტომბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.
სასარგებლო ბმულები:
ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის,
საინფორმაციო ვიდეო საერთაშორისო სტუდენტებისათვის,
ინგლისურენოვანი კურსები და
ელექტროინჟინერიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ახალი საბაკალავრო კურსებიიხილეთ
აქ.
გერმანულენოვანი კურსები იხილეთ
აქ. B2 დონეზე გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებს შეუძლიათ ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა.
შერჩეულ აპლიკანტებს 2025 წლის მარტის დასაწყისში (2 კვირა) შეუძლიათ გაიარონ უცხოური ენის 2-კვირიანი ინტენსიური კურსი, ხოლო სემესტრის განმავლობაში კი - უცხოური ენის 4 სხვადასხვა დონის კურსი.
210 კრედიტის მქონე ბაკალავრებს შეუძლიათ სამაგისტრო კურსის არჩევა.
გარდა სასწავლო კურსებისა, სტუდენტებს შეუძლიათ ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში განახორციელონ პრაქტიკა/სტაჟირება/ პროექტზე მუშაობა ან იმუშაონ საბაკალავრო ან სამაგისტრო ნაშრომზე მიმღები უნივერსიტეტის შესაბამის ლაბორატორიაში. ამ შემთხვევაში, ხელმძღვანელი პროფესორის შესარჩევად აუცილებელი იქნება სტუდენტმა დროულად აცნობოს მიმღებ უნივერსიტეტს თავისი ინტერესის სფერო და ამასთან დაკავშირებით, თავისი კვალიფიკაცია.
ინფორმაცია ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში კვლევითი პროექტების შესახებ იხილეთ
აქ.
ნომინირებულ და შერჩეულ სტუდენტებს მიმღები უნივერსიტეტი გაუგზავნის ონლაინ სააპლიკაციო ფორმას. სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1-ელი ნოემბერი.
ულმში ცხოვრებასა და სწავლასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ.