საერთაშორისო ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა აბდულა გიულის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (სტუდენტებისთვის)

აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gül University - AGU) (კაისერი, თურქეთი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.10.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 1-ელ ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 8 ნოემბრამდე.
ნომინირებულმა სტუდენტებმა სააპლიკაციო პროცედურა მიმღებ უნივერსიტეტში უნდა დაასრულონ 2024 წლის 30 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია აბდულა გიულის უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრულია ბაკალავრიატის,  მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აბდულა გიულის უნივერსიტეტში, ე.წ. ნულოვანი გრანტით. განსაზღვრულია შემდეგი მიმართულებები:

  • ბაკალავრიატი - მშენებლობა, კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრონიკა და ელექტროინჟინერია, ინდუსტრიული ინჟინერია, მანქანათმშენებლობა, არქიტექტურა, ბიზნესადმინისტრირება, ეკონომიკა, მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა, ბიოინჟინერია, პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები; ფსიქოლოგია.
  • მაგისტრატურა - თანამედროვე მასალები და ნანოტექნოლოგიები, ინდუსტრიული ინჟინერია, ელექტრო- და კომპიუტერული ინჟინერია, ბიოინჟინერია, არქიტექტურა, მონაცემთა ანალიზი ბიზნესისა და ეკონომიკისთვის; მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურის ინჟინერია.
  • დოქტორანტურა - ინდუსტრიული ინჟინერია, მასალათმცოდნეობა და მექანიკის ინჟინერია, ელექტრო- და კომპიუტერული ინჟინერია, ბიოინჟინერია, არქიტექტურა.
საკონტაქტო ელ.ფოსტა: exchange@agu.edu.tr