საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კასტამონუს უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

კასტამონუს უნივერსიტეტი (Kastamonu University - KU) (კასტამონუ, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

აპლიკანტთა შერჩევა-ნომინირების პროცედურას სრულად წარმართავს პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტი.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 1-ელ ნოემბრამდე.

კასტამონუს უნივერსიტეტის სააპლიკაციო სისტემაში ონლაინრეგისტრაციისა და სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 18.10.24 - 01.11.24.

დეტალური ინფორმაცია კასტამონუს უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ცნობარი და წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ ვებგვერდზე.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა კასტამონუს უნივერსიტეტში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული აკადემიური მიმართულებები: აუდიო-ვიზუალური ტექნიკა და მედიასაშუალებები; ისტორია და არქეოლოგია; პოლიტიკური მეცნიერებები და საჯარო მმართველობა; საერთაშორისო ურთიერთობები; ფსიქოლოგია; ჟურნალისტიკა; საზოგადოებასთან ურთიერთობა; მარკეტინგი; კომპიუტერული ინჟინერია; ელექტრონიკა და ავტომატიკა; მექანიკა და მანქანათმშენებლობა; კვების ტექნოლოგია; მასალათმცოდნეობა; სამშენებლო.

კონტაქტისთვის: 
ელ.ფოსტა: erasmus@kastamonu.edu.tr