საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC University of Applied Sciences Krems - IMC Krems) (დუნაის კრემსი, ავსტრია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.10.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 23 ოქტომბრამდე. 

კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

მიმართულება: ბიზნესი და ადმინისტრირება, აგრობიზნესი.