კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - II სწავლების საერთაშორისო კვირეული 2025
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC Krems University of Applied Sciences) (კრემსი, ავსტრია) იწვევს პროფესორ-მასწავლებლებს მონაწილეობის მისაღებად II სწავლების საერთაშორისო დღეებში 2025 (2nd International Teaching Days 2025), რომელიც 2025 წლის 1-5 აპრილს იგეგმება.
შერჩეული ლექტორები ლექციებსა და სემინარების ჩაუტარებენ ავსტრიელ სტუდენტებსა და პერსონალს და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ლექციები ჩატარდება პერსონალის ტრეინინგის საერთაშორისო კვირეულის პარალელურად. ამდენად, მიწვეულ ლექტორებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ ღონისძიებებში.
ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა. კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი დაფარავს ლანჩის, ტრეინინგებისა და აქტივობების ხარჯს. მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა გადასახადები თითოეულმა მონაწილემ ინდივიდუალურად უნდა დაფაროს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და თავიანთი მოკლე ბიოგრაფია ან CV 2024 წლის 20 სექტემბრამდე გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: international@fh-krems.ac.at . გამარჯვებულ კონკურსანტებს ავსტრიიდან ოქტომბრის ბოლოს დაუკავშირდებიან.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.