საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ - საერთაშორისო კვირეული სტუ-ში (27-31 მაისი, 2024)

2024 წლის 27-31 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეული ჩატარდა. სწავლებისა და ტრეინინგის მიზნით სტუ-ს სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან.
- პოლონეთი: ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Lublin University of Technology – LUT) პროექტის კოორდინატორები იულია ბოიკო (Yuliia Boiko) და იულია იასკლევიჩი (Julija Jasklewicz); ლოძის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (Technical University of Lodz – TUL) პროექტის კოორდინატორები ასოც. პროფ. ოლექსანდრ შტიკა (Oleksandr Shtyka) და პროფ. ტომაშ მინიეცკი (Tomasz Maniecki); ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Bialystok University of Technology – BUT) ასისტ. პროფ. ლუკაშ ნაზარკო (Łukasz Nazarko); ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (University of Applied Sciences in Nysa) პროფ. პიოტრ ოპალკა (Piotr Grzegorz Opałka); ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან (Wrocław University of Sciences and Technology - WUST) პროფ. ლუკაშ ბედნარჟი (Łukasz Bednarz); ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (Rzeszów University of Technology) ასისტ. პროფ. ანჯეი ძიერვა (Andrzej Dzierwa) და ასისტ. პროფ. ბარტოშ პიატეკი (Bartosz Piątek).
- ბულგარეთი: რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტიდან (University of Ruse “Angel Kanchev”) პროფესორები გალინა დაშკალოვა (Galina Daskalova), პლამენ ივანოვ დაშკალოვი (Plamen Ivanov Daskalov) და იულიანა პოპოვა (Juliana Popova).
- თურქეთი: სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტიდან (Sivas Cumhuriyet University) ასისტ. პროფ. საიდე სელინ ერაი (Saide Selin ERAY) და ლექტორი სემა ბალჩიკი (Sema BALÇIK).

სტუმრები შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს და ისაუბრეს მიმდინარე პროექტების შესახებ.    

პროექტის კოორდინატორი ევროპული უნივერსიტეტების თანამშრომლებმა გამართეს სამუშაო შეხვედრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, ასევე, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტებზე. სტუმრებმა ქართველ კოლეგებს წარმოუდგინეს პრეზენტაციები თავიანთი უნივერსიტეტების შესახებ, გაუზიარეს გამოცდილება სამეცნიერო კვლევებთან დაკავშირებით და ისაუბრეს სამეცნიერო საქმიანობაში თავიანთ მიღწევებზე. უცხოელმა პროფესორებმა შესაბამის ფაკულტეტებზე წაიკითხეს მცირე სალექციო კურსები. 

სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის, კულტურულ ღონისძიებებში - დაათვალიერეს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები, ესტუმრნენ მცხეთას.