საერთაშორისო ღონისძიებები

სტამბოლის ტოპკაპი უნივერსიტეტი - USBED IV საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ მეცნიერებებში გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით

2024 წლის 1-2 ნოემბერს გაიმართება IV საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ მეცნიერებებში გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელსაც უმასპინძლებს თურქეთის სტამბოლის ტოპკაპი უნივერსიტეტი (Istanbul Topkapı University) (სტამბოლი, თურქეთი). ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო ჟურნალი და კონფერენციები სოციალურ და განათლების მეცნიერებებთან დაკავშირებით - USBED.

კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა განათლება, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა და სხვა მსგავსი მიმართულებები.

კონფერენციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, კონფერენციის ბროშურა და გზამკვლევი ავტორებისთვის სტატიის გასაფორმებლად იხილეთ კონფერენციის ვებგვერდზე.

კონტაქტისთვის:
პროფ. აიტეკინ დემირჩოღლუ (Aytekin DEMİRCİOGLU)
ელ.ფოსტა: usbedconference@gmail.com