საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლაკვილის უნივერსიტეტში - 2024/25 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

ლაკვილის უნივერსიტეტი (University of L'Aquila – UNIVAQ) (ლაკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 07.06.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 ივნისს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 12 ივნისამდე.

ლაკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლაკვილის უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, შერჩეულმა კანდიდატმა, მობილობის ფარგლებში, მონაწილეობა უნდა მიიღოს ლაკვილის უნივერსიტეტში 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში. 
 
აკადემიური მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია.